ახუნდოვის გალერეა არის სამხატვრო სივრცე, რომელიც ახუნდოვის მუზეუმის კომპლექსის ფარგლებში ფუნქციონირებს. ის რეგულარულად მართავს თანამედროვე აზერბაიჯანელი და ქართველი ხელოვანების გამოფენებს, ფოტოპროექტებსა და ისტორიულ ექსპოზიციებს. გალერეის მიზანია წარმოაჩინოს საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების მრავალფეროვანი კულტურული და მხატვრული მემკვიდრეობა, ასევე შესაძლებლობა მისცეს ახალგაზრდა ნიჭიერ არტისტებს საკუთარი ნამუშევრების წარდგენის. გალერეა ასევე თემატური გამოფენებით აღნიშნავს მნიშვნელოვან კულტურულ და მემორიალურ თარიღებს.



