ძველ თბილისში გაიმართა ნოვრუზ ბაირამისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება, რომლის ფარგლებში ჩატარდა კონცერტი და კულტურული პროგრამა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათ შორის აზერბაიჯანის, თურქმენეთისა და ყაზახეთის ელჩები, ასევე თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე და სხვა ოფიციალური სტუმრები.
ღონისძიება ორგანიზებული იყო მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანის კულტურის მუზეუმისა და საქართველოს აზერბაიჯანელთა უხუცესთა საბჭოს მიერ, ასევე ქალაქ თბილისის მერიისა და საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს მხარდაჭერით.