ღიაა ყოველდღე: სამშაბათი - კვირა 10:00—18:00

ბლოგი

.

თურქეთიდან ჩამოსული სტუდენტები ახუნდოვის მუზეუმს ესტუმრნენ

AHGEB-ის მოხალისე პედაგოგების გაერთიანების ორგანიზებით, თურქეთის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისგან შემდგარი 24-კაციანი ჯგუფი მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმს ეწვია. სტუმრები გაეცნენ მუზეუმის ექსპოზიციას, მიიღეს ინფორმაცია მირზა ფათალი ახუნდოვის ცხოვრებისა და შემოქმედების, ასევე საქართველოში აზერბაიჯანული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. ვიზიტი თბილ ატმოსფეროში გაიმართა და სამახსოვრო ფოტოების გადაღებით დასრულდა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მირზა ფათალი ახუნდოვის სახლ-მუზეუმს ეწვია

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის პრეზიდენტი მირზა ფათალი ახუნდოვის სახლ-მუზეუმს ეწვია.

ახუნდოვის მუზეუმს აზერბაიჯანის პირველი ლედი მეჰრიბან ალიევა ეწვია

დღეს მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმს აზერბაიჯანის პირველი ვიცე-პრეზიდენტი და პირველი ლედი მეჰრიბან ალიევა, საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი და საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე ეწვივნენ. სტუმრებს მუზეუმის ექსპოზიციიის შესახებ ინფორმაცია წარედგინათ. ასევე მირზა ფათალი ახუნდოვის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. ვიზიტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და აზერბაიჯან-საქართველოს კულტურული ურთიერთობების განვითარებას. […]

ნოვრუზის ფესტივალი – 2026

ძველ თბილისში გაიმართა ნოვრუზ ბაირამისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება, რომლის ფარგლებში ჩატარდა კონცერტი და კულტურული პროგრამა. ღონისძიებას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათ შორის აზერბაიჯანის, თურქმენეთისა და ყაზახეთის ელჩები, ასევე თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე და სხვა ოფიციალური სტუმრები. ღონისძიება ორგანიზებული იყო მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანის კულტურის მუზეუმისა და საქართველოს აზერბაიჯანელთა უხუცესთა საბჭოს მიერ, ასევე ქალაქ […]

არიფ ჰუსეინოვის, პირველი პერსონალური გამოფენა — „ნოვრუზის ჩუქურთმები

2026 წლის 16 მარტს, მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანის კულტურის მუზეუმის გალერეაში გაიმართა აზერბაიჯანის სახალხო მხატვრის, „შოჰრათის“ ორდენის მფლობელის, პროფესორ არიფ ჰუსეინოვის, პირველი პერსონალური გამოფენა — „ნოვრუზის ჩუქურთმები“. ღონისძიება ჩატარდა ნოვრუზის ფარგლებში — როგორც გაზაფხულისა და განახლების სიმბოლო. გამოფენა ორგანიზებული იყო აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს, აზერბაიჯანის მხატვართა კავშირის, მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმის, […]

თბილისობა 2024: კულტურული მემკვიდრეობისა და ერთიანობის ზეიმი

5 და 6 ოქტომბერს, თბილისში ყოველწლიური დღესასწაული თბილისობა გაიმართა, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა დედაქალაქის მაცხოვრებლები და სტუმრები ქალაქის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის გარშემო. ქალაქის სხვადასხვა ნაწილში ასობით ღონისძიება მოეწყო, რომლებიც ქართულ ტრადიციებს, ხელოვნებასა და კულინარიას მიეძღვნა. ამ დღესასწაულში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა მირზა ფათალი ახუნდოვის მუზეუმმა, რომელიც ტრადიციულად მონაწილეობს ამ ღონისძიებაში და წარმოაჩენს საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების კულტურას.

პროექტის „აზერბაიჯანული ხელნაკეთი ხალიჩები – ტრადიციის შენარჩუნება“ დასკვნითი გამოფენა

28 ნოემბერს, მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმში გაიმართა პროექტის „აზერბაიჯანული ხელნაკეთი ხალიჩები – ტრადიციის შენარჩუნება“ დასკვნითი გამოფენა. ღონისძიება განხორციელდა საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და დაფინანსებით.

ნოვრუზ ბაირამი ძველ თბილისში – ტრადიციებისა და მრავალფეროვნების ზეიმი

22 მარტს, თბილისის ისტორიულ გულში – ძველ თბილისში, ნოვრუზ ბაირამი დიდი გრანდიოზულობით აღინიშნა. ეს უნიკალური დღესასწაული გაზაფხულის დადგომას, ბუნების აღორძინებას და ახალი სიცოცხლის დასაწყისს აღნიშნავს. წელს ფესტივალი განსაკუთრებული მასშტაბით გაიმართა თბილისის მერიის მხარდაჭერით და მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმის ორგანიზებით.

ახუნდოვის მუზეუმში სევჯიჰან იავუზის პერსონალურ გამოფენა გაიმართა

2025 წლის 4 აპრილს ახუნდოვის მუზეუმმა უმასპინძლა გამორჩეულ კულტურულ ღონისძიებას — GÜRTİAD-ის მმართველი საბჭოს წევრის, ქალბატონ სევჯიჰან იავუზის პერსონალურ გამოფენას. ღონისძიებას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, კულტურის სფეროს მოღვაწეები და ხელოვნების თაყვანისმცემლები. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ავტორის მიერ შექმნილი ნამუშევრები, რომლებიც ერთმანეთში აქსოვს ტრადიციულ და თანამედროვე ესთეტიკას, ხაზგასმით უსვამს კულტურათაშორისი დიალოგის მნიშვნელობას. მუზეუმის სივრცე კიდევ ერთხელ გადაიქცა […]

ახუნდოვის მუზეუმში გამოფენა სახელწოდებით „უსაზღვრო სიყვარული“ გაიმართა

ახუნდოვის მუზეუმში აზერბაიჯანელი მხატვრის, ქონულ ბაირამოვას გამოფენა სახელწოდებით „უსაზღვრო სიყვარული“ გაიმართა. გამოფენა დედის დღეს მიეძღვნა და მხატვრის ნამუშევრები დედის სიყვარულსა და ქალის სულიერ სიძლიერეს ასახავდა. მნახველებს შესაძლებლობა ჰქონდათ ახლოდან დაეთვალიერებინათ ქონულ ბაირამოვას ნამუშევრები. მხატვრის ფუნჯით შექმნილი სითბო და ემოციები ყველა დამთვალიერებლის გულს შეეხო. ახუნდოვის მუზეუმი აგრძელებს ხელოვნებისა და კულტურის მხარდაჭერას. მადლობას გიხდით გამოჩენილი ინტერესისთვის!

კონფიდენციალურობის პოლიტიკა / გამოყენების პირობები