ღიაა ყოველდღე: სამშაბათი - კვირა 10:00—18:00
ყველა პოსტზე დაბრუნება

ახუნდოვის მუზეუმს აზერბაიჯანის პირველი ლედი მეჰრიბან ალიევა ეწვია

დღეს მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმს აზერბაიჯანის პირველი ვიცე-პრეზიდენტი და პირველი ლედი მეჰრიბან ალიევა, საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი და საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე ეწვივნენ.

სტუმრებს მუზეუმის ექსპოზიციიის შესახებ ინფორმაცია წარედგინათ. ასევე მირზა ფათალი ახუნდოვის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ.

ვიზიტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და აზერბაიჯან-საქართველოს კულტურული ურთიერთობების განვითარებას.

სტუმრებმა ასევე მოინახულეს მუზეუმის ბაზაზე მოქმედი ახუნდოვის კაფე.

კონფიდენციალურობის პოლიტიკა / გამოყენების პირობები