28 ნოემბერს, მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმში გაიმართა პროექტის „აზერბაიჯანული ხელნაკეთი ხალიჩები – ტრადიციის შენარჩუნება“ დასკვნითი გამოფენა. ღონისძიება განხორციელდა საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და დაფინანსებით.