ჰეიდარ ალიევის პარკი აზერბაიჯან-საქართველოს მეგობრობის სიმბოლოა.
2004 წლის 14 ივნისს, თბილისის აბანოთუბნის ისტორიულ ცენტრში პარკი დაარსდა. პარკის ცენტრში ჰეიდარ ალიევის ძეგლია. ბიუსტის სიმაღლე კვარცხლბეკთან ერთად ოთხი მეტრია. პარკში რეგულარულად იმართება აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის პატივსაცემად მემორიალური ღონისძიებები, ასევე ორივე მოძმე ქვეყნის დღესასწაულები აღინიშნება.