26 თებერვალს, თბილისში, მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმში, ხოჯალის ტრაგედიის 33-ე წლისთავის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება აზერბაიჯანის საელჩოს მხარდაჭერითა და ახუნდოვის მუზეუმის ინიციატივით გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში, საზოგადო მოღვაწეები, ქართველი ანალიტიკოსები და ექსპერტები.